თუ "ოცნება" ევროპელ-სოციალისტებს დატოვებს, პუტინი, ზახაროვა და დუგინი მათ ტაშს დაუკრავენ - ვაშაძე
პრემიერის განცხადებას, რომელმაც ევროპელ-სოციალისტების რიგებიდან წასვლა თავად დაანონსა, "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი ევროინტეგრაციის გზაზე საბოტაჟად აფასებს. გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ხელისუფლების ყველა ქმედება მიმართულია იქით, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს.
პუტინისტური რუსული რეჟიმი „ქართული ოცნების“ სახით ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დეკემბერში არ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. ესეც ამის ნაწილია. ის, რომ ევროპელ-სოცლიასტების დატოვებას თურმე თვითონ ფიქრობენ, ის, რომ ასეთ მძიმე გარემოს ქმნიან საქართველოსთან დაკავშირებით, ეს არის მიზანმიმართული დავალება, რომელსაც ასრულებენ რუსეთის ფედერაციის მხრიდან. მე ვფიქრობ, თუ ისინი დატოვებენ ევროპელ-სოციალისტებს, პუტინი, ზახაროვა და დუგინი ნამდვილად დაუკრავენ მათ ტაშს, - ამბობს ვაშაძე.