შალვა პაპუაშვილი მალტის პრეზიდენტს შეხვდა

09.05.23 13:59
შალვა პაპუაშვილი მალტის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მალტის რესპუბლიკის პრეზიდენტ ჯორჯ ველას შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

„შეხვედრაზე ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობაზე, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიასა და მის ნეგატიურ შედეგებზე, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებზე, საქართველოს ხელსაყრელ გეოგრაფიულ მდებარეობასა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

ჯორჯ ველამ ხაზი გაუსვა საქართველოს მიღწეულ პროგრესს და ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებისადმი მალტის მხარდაჭერა დააფიქსირა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.