რატომ არ გამოადგა მეღვინეებს სესხით აშენებული იყალთოს ქვევრის სახლი?
იყალთოში ქვევრის სკოლა-აკადემია, რომელიც 2016 წელს მსოფლიო ბანკისგან ნასესხები ფულით აშენდა, სამართავად ჯერ ალავერდელ მიტროპოლიტ აბბას გადაეცა, მან კი ღვინის კომპანია “ბადაგონს” გადააბარა. პროექტი საპატრიარქოს და ამ კომპანიის დაძმობილების მორიგი მაგალითია - მორიგ სტატიას ამის შესახებ ifact.ge ავრცელებს
წლებია წარმატებით მუშაობს სქემა, რომ მთავრობა პროექტებს აფინანსებს, შემდეგ რამდენიმეწლიანი მართვის უფლებით საპატრიარქოს გადასცემს, ბოლოს კი მას “ბადაგონს” გადაულოცავენ ხოლმე.
ifact.ge - ს ცნობით, სკოლა-აკადემია არ ფუნქციონირებს. იქ გამომწვარ ჭურჭელში ღვინო არავის ჩაუსხამს და არც მექვევრეობის ხელობა შეუსწავლია ვინმეს. არადა, ქართველი მეღვინეები ამ სკოლაზე დიდ იმედს ამყარებდნენ.
რატომ ვერ მოიტანა სიკეთე 5-მილიონიანმა “ქვევრის სახლმა” და ვისი პასუხისმგებლობაა მისი ამუშავება, ifact.ge-ს სტატიიდან გაიგებთ.