ცვლილებები მიმართულია პრეზიდენტის უფლებების შეზღუდვისკენ - ზურაბიშვილის ადმინისტრაციის პასუხი „ოცნებას"
პრეზიდენტის ადმინისტრაციის პასუხი „ქართულ ოცნებას". სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივანი პირდაპირ ამბობს, რომ მმართველი პარტია პრეზიდენტის უფლებების შეზღუდვას ცდლობს და ამ გადაწყვეტილებით ქვეყანას ევროკავშირს აშორებს.
"ის ცვლილებები, რაც ახლა ხორციელდება, აშკარაა, რომ მიმართულია პრეზიდენტის უფლებების შეზღუდვისკენ. ეს პირველი მცდელობა არ არის უკვე. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ამ ცვლილების განმარტებით ბარათში წერია, რომ ეს ემსახურება 12 პუნქტიანი გეგმის შესრულებას, რაც პირიქით გვაშორებს ამ 12 პუნქტის შესრულებას. არ შეიძლება ერთი ნაბიჯი გადადგა წინ და ორი ნაბიჯი გადადგა უკან და ამით ვინმეს დაუახლოვდე. პირიქით, ამით იქაც ვეღარ იქნები, სადაც იყავი, იქნები უკან. პრეზიდენტის პოზიციას ტავდ მოგახსენებთ პრეზიდენტი, როცა ამას საჭიროდ ჩათლის". - ამბობს გიორგი მსხილაძე.
პარლამენტი პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზუდვის პროცესს, სავარუდოდ, ოფიციალურად ხვალ დაიწყებს. ამ ცვლილებების მიხედვით ზურაბიშვილს ცესკოს კანდიდატის შერჩევის და წარდგენის უფლება აღარ ექნება.