თუ ჩვენი ღირებულებები წინააღმდეგობაშია ევროპელ-სოცილისტებთან, ჩვენ იქ არაფერი გვესაქმება - კალაძე
"ქართული ოცნების" გენრალური მდივანი ამტკიცებს, რომ პრემიერმაუნგრეთში გამართულ ვიზიტზე ოჯახის ღირებულებებზე და ქართელი ხალხის ტრადიციებზე ისაუბრა. კახა კალაძის თქმით, თუ აღნიშნული ევროპელ-სოციალისტებთან წინააღმდეგობაში მოდის, მაშნ "ოცნებას" ევროპულ პარტიაში არაფერი ესაქმება.
როდესაც ვისმენთ ჩვენ ამ ტიპის განცხადებებს, რა თქმა უნდა, ეს ძალიან გულდასაწყვეტია. თუ მათ მართლა აქვთ ეს დამოკიდებულება და მოდი ვნახოთ, რაზე ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა და რაზე იყო კონკრეტული ყურადღება გამახილებული. იყო ტრადიციაზე, იყო კულტურაზე, ღირებულებებზე, ოჯახზე და თუ ეს ყველაფერი წინააღმეგობაში მოდის აღნიშნულ პარტიასთან, რა თქმა უნდა, ჩენ მასშ არაფერი გვესაქმება ამ პარტიაში, თუმცა ჩენ, რა თქმა უნდა, თანამშრომლობას გავაგრძელებთ, - თქვა კალაძემ.
"ქართული ოცნება" შესაძლოა , ევროპელი პარტნრიოების გარეშე დარჩეს. "ევროპელ სოციალისტებზე" მმართველი პარტია ივანიშვილი ოლიგარქად გამოცხადების რეზოლუციაზე მხადაჭერის გამო გაბრზაბულია. პრემიერმა დღეს თქვა, რომ ჯგუფის დატოვებას არ გამორიცხავს.