შეხება არ გვაქვს პროცესთან, რომელიც პარლამენტში მიმდინარეობს - ცესკო

09.05.23 15:55
შეხება არ გვაქვს პროცესთან, რომელიც პარლამენტში მიმდინარეობს - ცესკო

პრეზიდენტისთვის ჩამორთმეული უფლებები - ცესკო ბრალდებებს პასუხობს და ამბობს, რომ პარლამენტში საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებთან შეხება არ აქვს. 

ცესკოს პრესპიკერის, ნათია იოსელიანის განცხადებით, ბრალდებები, რომელიც არჩევნების გაყალბებასტან დაკავშირებით ისმის, დისკრედიტაციული კამპანიაა, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციის  წარმატების დასაჩრდილად არის მიმართული.

"საარჩევნო ადმინისტრაცია ისევე, როგორც ამ უწყების წარმომადგენელი კონკრეტული პირები არაერთხელ გამხდარან პოლიტიკოსების თავდასხმის ობიექტი. პერმანენტულად ისმის ბრალდებები, რომ თითქოს ქვეყანაში არჩევნები ყალბდება, რომ ადმინისტრაცია ხელისუფლების ინტერესს ატარებს. ამჯერად აღნიშნული კამპანია საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლის მიერ გაკეთებული განცხადებით დაიწყო, რომელიც ცესკოში პარტია "ლელოს" წარმოადგენს. საარჩევნო ადმინისტრაციის ნებისმიერმა წარმომადგენელმა და მით უფრო ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა პირმა, კარგად იცით, თუ რამხელა რესურსი იხარჯება იმისთვის, რომ საქართველოში არჩევნები მაღალი სტანდარტით, პროფესიონალურად ჩატარდეს. საარჩევნო ადმინისტრაციას შეხება არ აქვს ამ პროცესთან, რომელიც ამჟამად საკანონმდებლო ორგანოში საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს. საზოგადოებას შევახსენებ, რომ ცესკო არის ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც თავის უფლებამოსილების ფარგლებში დამოუკიდებელია სხვა სახელმწიფო ორგანოებიდან და მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. არსებული რეალობიდან გამომდინარე ჩნდება ლეგიტიმური ეჭვი, რომ ეს დისკრედიტაციული კამპანია მიმართულია საარჩევნო ადმინისტრაციის აშკარა წარმატების დასაჩრდილად."- ააცხადებს ცესკო.

პარლამენტი პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზუდვის პროცესს, სავარუდოდ, ოფიციალურად  ხვალ დაიწყებს. ამ ცვლილებების მიხედვით  ზურაბიშვილს ცესკოს კანდიდატის  შერჩევის და წარდგენის  უფლება აღარ ექნება.