"ევროპელ-სოციალისტებისგან" წასვლა ღარიბაშვილს, სავარაუდოდ, ორბანმა ურჩია - სამადაშვილი
"ლელოს" წევრი სალომე სამადაშვილი პრემიერს ბრალს ცრუპენტელობაში სდებს და ამბობს, რომ "ქართული ოცნების" საკუთარი რიგებიდან გარიცხვა ევროპელ-სოცლიასტების უფლებაა.
ამასთან, სამადაშვილი ეჭვობს, რომ ევროპული ოჯახიდან საკუთარი ინიციატივით წასვლის შესახებ ირაკლი ღარიბაშილს ვიქტორ ორბანმა ურჩია.
ღარიბაშვილი, რომელიც მუდმივად იტყუება, უბრალოდ, ცრუპენტელა ადამიანია, იტყუება. სოცლიასტურ პარტიას აქვს, ცხადია, უფლება, რომ გარიცხოს „ქართული ოცნება“ მისი რიგებიდან. რაც შეეხება ამ გზავნილს, რომ „ჩვენ თვითონ წავალთ“, როგორც ჩანს, ეს დარიგება მას მისცა ორბანმა. ოღონდ ძალიან დიდი განსხვავებაა, რა გააკეთა ვიქტორ ორბანმა, რომლის ქვეყანაც იყო უკვე ევროკავშირის წევრი სახელმწიფო და რას აკეთებს დღეს „ქართული ოცნება“, რომელიც არის დღეს ხელისუფლებაში ქვეყანაში, რომელიც ცდილობს ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის მიღებას, - ამბობს სამადაშვილი.
"ქართული ოცნება" შესაძლოა , ევროპელი პარტნრიოების გარეშე დარჩეს. "ევროპელ სოციალისტებზე" მმართველი პარტია ივანიშვილი ოლიგარქად გამოცხადების რეზოლუციაზე მხადაჭერის გამო გაბრზაბულია. პრემიერმა დღეს თქვა, რომ ჯგუფის დატოვებას არ გამორიცხავს.