ცვლილება განსახორციელებელია - კალაძე პრეზიდენტისთვის უფლებების ჩამორთმევაზე
თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ პრეზიდენტისთვის ცესკოს კანდიდატის შერჩევის და წარდგენის უფლებამოსილების შეზღუდვა აქამდეც უნდა მომხდარიყო, რადგან ეს ეს ცვლილება განსახორციელებელია და აუცილებლად უნდა გამოსწორდეს.
აღნიშნული ცვლილება განსახორციელებელია და აუცილებელია, რომ ეს ყველაფერი გასწორდეს და იყოს ისე, როგორც ყველა ნორმალურ ქვეყანაშია. თქვენ გახსოვთ, რომ ეს გამოწვეული იყო იმის გამო, რომ შარლ მიშელის შეთანხმება ვერ შედგა, სადაც ერთ-ერთი პუნქტი იყო ჩაწერილი ცესკოსთან მიმართებაში და რა თქმა უნდა, ხდება ამის გამოსწორება, რადგან ეს დოკუმენტი ძალაში არ შევიდა, მოხდა აღნიშნული დოკუმენტის დარღვევა. შესაბამისად, ამ ყველაფერის გამოსწორება ხდება პარლამენტის მხრიდან". - ამბობს კალაძე.
პარლამენტი პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზუდვის პროცესს, სავარუდოდ, ოფიციალურად ხვალ დაიწყებს. ამ ცვლილებების მიხედვით ზურაბიშვილს ცესკოს კანდიდატის შერჩევის და წარდგენის უფლება აღარ ექნება.