ვერ ვხედავ პრობლემას, რომ სტალინის სახელი ჰქვია მთავარ გამზირს - გორის მერი
გორის მერი პრობლემას ვერ ვხედავს, რომ მთავარ გამზირს სტალინის სახელი ჰქვია.
"ჩემი პირადი აზრია, რომ არ მაქვს ამაზე პრობლემა და ვერც ვხედავ საპრობლემოს, რომ სტალინის სახელი ჰქვია მთავარ გამზირს" - ამბობს ლადო ხინჩეგაშვილი.
პრორუსები დღეს გორში, სტალინის მუზეუმის ეზოში შეიკრიბნენ და რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა და სტალინის ძეგლის დაბრუნება მოითხოვეს.
გორის მერის თქმით, დღის წესრიგში საბჭოთა ბელადის ძეგლის დადგმის საკითხი არ დგას.