"ოცნება" საერთაშორისო იზოლაციისთვის მზად უნდა იყოს - წითლიძე
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ანი წითლიძე "ქართულ ოცნებას" საერთაშორისო იზოლაციას უწინასწარმეტყველებს. ოპოზიციის წევრის თქმით, საქართველოს ევროპული კურსი ახლა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა და ამაზე პასუხისმგებელი სწორედ "ქართული ოცნებაა".
„ქართული ოცნება“ მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ მას მოუწევს საერთაშორისო იზაოლაცია. არა იმის გამო, სად გამოვიდა სიტყვით კონფერენციაზე ან რა ილაპარაკა ღარიბაშვილმა, არამედ იმის გამო, რომ საქართელოს ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილი და მის მიერ დასმული ღარიბაშილი არიან პირდაპირ პასუხისმგებელი იმაზე, რომ როგორც არასდროს საქართელოს ევროპული კურსი დგას ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ, - ამბობს წითლიძე.
"ქართული ოცნება" შესაძლოა , ევროპელი პარტნრიოების გარეშე დარჩეს. "ევროპელ სოციალისტებზე" მმართველი პარტია ივანიშვილი ოლიგარქად გამოცხადების რეზოლუციაზე მხადაჭერის გამო გაბრზაბულია. პრემიერმა დღეს თქვა, რომ ჯგუფის დატოვებას არ გამორიცხავს.