ქართული სახელისუფლებო დიპლომატიის მარცხი - ბესელია "ოცნების" ევროპული ოჯახიდან გაძევებაზე

09.05.23 16:09
ქართული სახელისუფლებო დიპლომატიის მარცხი - ბესელია "ოცნების" ევროპული ოჯახიდან გაძევებაზე

"ევროპელ-სოცლიასტების" ოჯახიდან "ქართული ოცნების" შესაძლო გაძევებას მმართველი პარტიის ყოფილი წევრი ეკა ბესელია ქართული სახელიწუფლებო დიპლომატიის მარცხად აფასებს. ბესელიას თქმით, ევროპარლამენტის ყველაზე დიდი პარტია ყოველთვის საქართველოს მხარდამჭერი იყო და მისი რიგებიდან "ქართული ოცნების" გაშვება, სამწუხარო ფაქტი იქნება. 

ეს არის ის პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან მხარდაჭერას გვიწევდა ჩვენ განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხებოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერ რეზოლუციებს. ეს არის მარცხი ქართული სახელისუფლებო დიპლომატიის და ძალიან სამწუხარო იქნება, თუ საქართველოს, ხელისუფლებას, როგორც ევროპელი-სოცლიატების პოლიტიკური ჯგუფის წევრს გამოძევებენ ამ ოჯახიდან, - ამბობს ბესელია. 

"ქართული ოცნება"  შესაძლოა , ევროპელი პარტნრიოების გარეშე დარჩეს. "ევროპელ სოციალისტებზე" მმართველი პარტია ივანიშვილი ოლიგარქად გამოცხადების რეზოლუციაზე მხადაჭერის გამო გაბრზაბულია. პრემიერმა დღეს თქვა, რომ ჯგუფის დატოვებას არ გამორიცხავს.