საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენება ამორალურია, რუსული სენტიმენტები იკითხება - დიპლომატები

09.05.23 17:28
საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენება ამორალურია, რუსული სენტიმენტები იკითხება - დიპლომატები

საზოგადოების პროტესტის შემდეგ პარლამენტმა 9 მაისის მისალოცი საბჭოთა პროპაგანდისტული ფოტო შეცვალა, თუმცა განმარტება პაპუაშვილის აპარატს ამ დრომდე არ გაუკეთებია.

ფაქტს "ოცნების" მხრიდან ამორალურ საქციელს უწოდებენ ქართველი დიპლომატები და ამბობენ, რომ ამაში  რუსული სენტიმენტები იკითხება.

დიპლომატები ახლა "ოცნების" საპასუხოდ რეაქციას დასავლეთისგან ელიან.

საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენება, გამოქვეყნება არის, სულ მცირე უხერხული და ამორალური. აქ შეიძლება, ძალიან იოლად ამოიკითხო რუსული სენტიმენტები, რომ კულტურულ-მენტალურად, ჩვენი პოლიტიკური ელიტა, სამწუხაროდ, კვლავ გულშემატკივრობს  და მიჯაჭვული და მიბმული არის რუსულ წარმატებებზე. არ იყო ეს არც ჩვენი გამარჯვება და არ ყოფილა ეს არც ჩვენი ომი. ადამიანებს, რომლებიც იქ საერთოდ არ ყოფილან, არ უცხოვრიათ და არ უსწავლიათ, იმათმა უფრო დაიცვეს ის ევროპული კურსი და ევროპული არჩევანი, ვიდრე იმ ხალხმა, ვისაც იქ ანგარიშებიც აქვთ,  ვინც იქ დადის, მოგზაურობს, ისვენებს, უსწავლლია, უცხოვრია. რაც შეეხება ევროდეპუტატების რეაქციებს, ჩემი აზრით, შეამჩნევენ და კიდევ ერთხელ გაუელვებთ თავში, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ხულიგნები, ჩამოუყალიბებლები და არაპროგნოზირებადები არიან". - ამბობს გიორგი ფანიაშვილი.

ფაშიზმზე გამარჯვების დღე მოქალაქეებს საკანონმდებლო ორგანომ საბჭოთა სიმბოლიკით მიულოცა.