ხაბეიშვილმა და მისმა გუნდმა პოლიტიკური საბჭო მიიტაცა , ახლა არჩევნებით ცდილობენ ამის ლეგიტიმაციას- გიორგი კირთაძე
ენმ-ს ბათუმის ორგანიზაციის წევრი გიორგი კირთაძე მიიჩნევს, რომ ახლა ენმ-ს შიდა პარტიული არჩევნები კიდევ უფრო დაასუსტებს. კირთაძის თქმით, ლევან ხაბეიშვილმა და მისმა თანამოაზრეებმა პარტიის პოლიტსაბჭო მიიტაცეს და ახლა მის ლეგიტიმაციას ცდილობენ.
ამასთან, ოპოზიციის წევრი ხაბეიშვილს ბათუმში დეპუტატების სიიდან ამოღების გამო საყვედურობს.
როცა ჩვენ ხაბეიშვილი ავირჩიეთ პარტიის თავმჯდომარედ, მისთვის მთელი პარტია არ ჩაგვიბარებია და არ გვითქვამს, რომ ლევან ხაბეიშვილი და მისი გუნდია „ნაციონალური მოძრაობაო“. მათ გააგრძელეს ყველაფერი იმით, რომ მიიტაცეს პოლიტიკური საბჭო და ახლა არჩევნებით ცდილობენ ამის ლეგიტიმაციას. ამიტომაც და იმიტომაც, რაც მათ გააკეთეს ბათუმში, როცა ყველა განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანი, რომელიც ენმ-ს იდეების ერთგულია, მაგრამ ხაბეიშვილს ხმას არ აძლევს, პარტიული სიიდან უნა ამოიღონდა პრაქტიკულად, პარტიიან უნდა გარიცხონ, ბუნებრივია, ჩვენ არ ვაპირებთ ახლა ამ დაძაბულობაში, არცევნებშ შესვლას და მასში მონაწილეობას. პირიქით, მგონია, რომ ეს არჩევნები უფრო დაასუსტებს პარტიას ამ ფორმით ჩატარებული, ნაცვლად იმისა, რომ გაძლიერდეს, - ამბობს კირთაძე.
დიდი დაპირისპირება "ნაციონალურ მოძრაობაში" - შიდა პარტიულ არჩვნებს ლიდერების ნაწილმა ბოიკოტი გამოუცხადა. ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ადგილობრივი ლიდერების არჩევნებში რეგისტრაცია დღეს სრულდება, თუმცა რამდენიმე საათით ადრე რეგიონების ნაწილმა ბოიკოტი ერთი მეორეს მიყოლებით გამოაცხადა.
საუბარია წალენჯიხის, ჭიათურის, ხობის, ცაგერის, ახალციხის, ამბროლაურის რეგიონების თავმჯდომარეებზე. ისინი პირდაპირ ამბობენ, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ იღებენ და თანამდებობებს ტოვებენ. ისინი მიიჩნევენ, რომ ახლა შიდა არჩევნების დრო არ იყო, რადგან პარტიის მთელი რესურსი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ უნდა ყოფილიყო მიმართული.