მილიონები შტატგარეშე თანამშრომლებისთვის - რისთვის ემზადება "ოცნება"
105 მილიონ ლარზე მეტი ბიუჯეტიდან შტატგარეშე თანამშრომლებისთვის - ეს თანხა დახარჯა საქართველოს ხელისუფლებამ იმ ადამიანების ხელფასებისთვის, ვინც საჯარო სამახურებში შტატგარეშეა დასაქმებული.
მონაცემები წინა წელთან შედარებით, 22 მილიონი ლარით არის გაზრდილი, თუმცა უწყებები არ ასაჯაროებენ ინფორმაციას რამდენი შტატგარეშე მოხელე მუშაობს სხვადასხვა სამინისტროში სიპებსა თუ აიპებში.
ეს გარემოება მესამე სექტორს და ოპოზიციას უჩენს ეჭვს რომ ქართულ ოცნებას შტატგარეშე თანამშრომლების დასაქმება საარჩევნოდ ხმების მოსაბილიზებლად სჭირდება.
"წლიდან წლამდე იზრდება შტატგარეშეების რაოდენობა, რომლებიც სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობენ და ეს ჩანს გაზრდილ თანხაში. პირველ კვარტალში იყო 100 მილიონზე მეტი. არ ვიცით რაოდენობრივად იმიტომ, რომ არ ქვეყნდება რომელ უწყებაში რამდენი შტატგარეშე მუშაობს და ესეც უკვე არის პრობლემა იმიტომ, რომ ვერ ვხედავთ პენიტენციას იზრდება თუ მცირდება დასაქმებულების რაოდენობა. თუმცა რადგან თანხები იზრდება თან მნიშვნელოვნად, 22 მილიონით მეტია გასული წლის პირველ კვარტალზე, ეს მიანიშნებს, რომ რაოდენობრივად უკვე გაზრდილი იქნება და ამისი ჩაშლილი უნდა ქვეყნდებოდეს, მაჩვენებელი სად არის ეს ხალხი დასაქმებული" - ამბობენ "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში".