არჩევნებში არმონაწილეობაზე მითითება არ ყოფილა - ბოტკოველი ჯიშკარიანის ბრალდებებზე
ენმ-ს რეგიონული მდივანი გიორგი ბოტკოველი ხობის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის ბრალებებს სიცრუეს უწოდებს. ია ჯიშკარიანმა თქვა, რომ სამეგრელოს წარმომადგენელი ზაზა გოროზია მასთან მივიდა და უთხრა, რომ მელიას მხარდაჭერის გამო არჩევნებში მონაწილეობა არ უნდა მიეღო.
გიორგი ბოტკოველი ამტკიცებს, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
არავის არავისთვის არ მიუთითებია, რომ არ მიეღო არჩევნებში მონაწილეობა. ჩვენ ვნახეთ, რომ ის არ იღებს მონაწილეობას არჩევნებში და ეს არის მისი გადაწყვეტილება, არავის არაფერი მიუთითებია. მე ყოვეღიური კომუნიკაცია მაქვს ზაზასთანაც და ნებისმიერი რეგიონის წარმომადგენელთან. ამ კონკრეტულ საკითხზე არ მისაუბრია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მითითება არავისთან ყოფილა. ტყუილი ბევრი მოვისმინე ამ ბოლო პერიოდის განმავლობაშ, - ამბობს ბოტკოველი.
დიდი დაპირისპირება "ნაციონალურ მოძრაობაში" - შიდა პარტიულ არჩვნებს ლიდერების ნაწილმა ბოიკოტი გამოუცხადა. ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ადგილობრივი ლიდერების არჩევნებში რეგისტრაცია დღეს სრულდება, თუმცა რამდენიმე საათით ადრე, რეგიონების ნაწილმა ბოიკოტი ერთი მეორეს მიყოლებით გამოაცხადა.
საუბარია წალენჯიხის, ჭიათურის, ხობის, ცაგერის, ახალციხის, ამბროლაურის რეგიონების თავმჯდომარეებზე. ისინი პირდაპირ ამბობენ, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ იღებენ და თანამდებობებს ტოვებენ. ისინი მიიჩნევენ, რომ ახლა შიდა არჩევნების დრო არ იყო, რადგან პარტიის მთელი რესურსი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ უნდა ყოფილიყო მიმართული.