დღეს, ქართველ ხალხს ზურაბიშვილი და შარლ მიშელი მიმართავენ
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღეს, 21:00 საათზე ქართველ ხალხს საქართველოს პრეზიდენტი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მიმართავენ.
"დღეს, 21:00 საათზე, ევროპის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებაზე ქართველ ხალხს საქართველოს პრეზიდენტი მიმართავს და ევროპის დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან ერთად მიულოცავს.
საქართველოს პრეზიდენტისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიმართვების შემდეგ, ათონელის ქუჩაზე სუხიშვილების, ზურა რამიშვილის ჯაზ-კვარტეტისა და და ქართველი ახალგაზრდა შემსრულებლების კონცერტი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ: გიორგი გიგაშვილი, ნინი ნუცუბიძე, ლიზა კერესელიძე, კატო კვარაცხელია, სალიო, ნიკალა ზუბიაშვილი, დათა მუნჯიშვილი." - აცხადებს ადმინისტრაცია.