დარწმუნებული ვარ, ქოლცენტრების საქმეში არაერთი მაღალჩინოსანი იყო ჩართული - მამუკა არეშიძე

09.05.23 20:17
დარწმუნებული ვარ, ქოლცენტრების საქმეში არაერთი მაღალჩინოსანი იყო ჩართული - მამუკა არეშიძე

ექსპერტი მამუკა არეშიძე ხელისუფლებას ურჩევს, ქოლცენტრების საქმეზე აქტიურად იმოქმედოს და ყველა ის მაღალჩინოსანი გამოააშკარაოს, რომელიც აღნიშნულ საქმეში იყო ჩართული. ამის შესახებ მან "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ისაუბრა. 

ექსპერტი "ოცნებას" აფრთხილებს, რომ ეს მანამდე უნდა გააკეთონ, ვიდრე ჩინოსნების სახელებს და გვარებს უცხოური მედია გაასაჯაროებს. 

ახლა დროა, ხელისუფლებამ ძალიან აქტიურად იმოქმედოს და გამოააშკარაოს სახელმწიფო სტრუქტურებში ყველა ის ჩინოსანი, რომლებიც ქოლცენტრების საქმეში არიან ჩაბმული. მათ შორის შეიძლება იყვნენ უკვე ყოფილი სახელმწიფო მოხელეებიც. ეს უნდა გააკეთონ დროულად, სანამ შვედური თუ ბრიტანული მედია ისევე არ გაშიფრავს და გამოაქვეყნებს იმ პირთა გვარ-სახელებს, როგორც კეზერაშვილი და მისი მეგობრები გაშიფრეს. შეიძლება ეს არ იცოდნენ პრემიერ-მინისტრმა თუ პარლამენტის თავმჯდომარემ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამ საქმეში ჩართული იყო არაერთი მაღალჩინოსანი, - ამბობს არეშიძე.