"ოცნება" ზურაბიშვილს უფლებამოსილებას ართმევს - რა შეუთვალა პრეზიდენტმა მმართველ გუნდს?

09.05.23 20:19
"ოცნება" ზურაბიშვილს უფლებამოსილებას ართმევს - რა შეუთვალა პრეზიდენტმა მმართველ გუნდს?

პრეზიდენტისთვის უფლებამოსილების ჩამორთმევას "ოცნება" სასწრაფო წესით გეგმავს. მამუკა მდინარაძის დაინიცირებული  ცვლილებები მიმდინარე კვირის საპარლამენტო დღის წესრიგში უკვე ჩასვეს, რაც იმას ნიშნავს, რომ  მაქსიმუმ სამ კვირაში, სალომე ზურაბიშვილს ხელიდან კიდევ ერთ ბერკეტს გამოაცლიან. ინიციატივის მიხედვით, პრეზიდენტი ცესკოს თავმჯდომარეს და წევრებს აღარ აირჩევს.

შტურმს სალომე ზურაბიშვილი ჯერჯერობით დუმილით ხვდება. პრეზიდენტმა "ოცნებას"  მხოლოდ საპარლამენტო მდივნის საშუალებით შეუთვალა, რომ ეს  პროცესი  ევროკავშირის 12 პუნქტიან მოთხოვნას ეწინააღმდეგება და  პრეზიდენტის უფლებებს კიდევ ერთხელ ზღუდავს.

ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.