ევროპა არის მშვიდობა, რაც არ უნდა ვიღაცეები ფრონტებზე ლაპარაკობდნენ - პრეზიდენტი

09.05.23 21:24
ევროპა არის მშვიდობა, რაც არ უნდა ვიღაცეები ფრონტებზე ლაპარაკობდნენ - პრეზიდენტი

ყველა უნდა ვაიძულოთ, რომ ევროინტეგრაციის შანსი გამოვიყენოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღობისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

ის ( შარლ მიშელი) არის ერთ-ერთი ჩვენი პარტნიორებისგან, რომელსაც ნამდვილად სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის და მზად არის, რომ ყოველ ნაბიჯზე დაგვეხმაროს. დანარჩენი ჩვენი გასაკეთებელია. პირველ რიგში, საზოგადოების, ჩემი დახმარებით, ჩვენ ერთად,  ეს გზა, რომელიც მიდის ჯერ ამ წლის ბოლომდე და მერე ასე არ დამთავრდება, კიდევ სხვა ეტაპებიც იქნება, მაგრამ ეს გზა უნდა გავიაროთ. უნდა ყველა ვაიძულოთ, რომ ჩვენ ეს შანსი ხელიდან არ გავუშვათ, - თქვა ზურაბიშვილმა

სალომე ზურაბიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია ევროპა საქართველოში შემოვიყვანოთ.  

ჩემი იმედია, რომ ჩვენ ევროპა აქ შემოვიყვანოთ, აქ მივიღოთ ყველაფერი ის, რისთვისაც ჩვენ მივდივართ ზოგჯერ ევროპაში. აქ იყოს ის ცხოვრების სტანდარტები, ის სამუშაო სტანდარტები, აქ იყოს ის კეთილდღეობა, რასაც ვეძებთ სხვაგან, - თქვა პრეზიენტმა.

პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ევროპა არის მშვიდობა და "მეორე ფრონტის" გახსნის მცელობაზე საუბარი გაუგებარია. 

ევროპა არის მშვიდობა, ეს არის ერთადერთი ისტორიაში ასეთი გაერთიანება ქვეყნების, რომლემაც შეუნარჩუნა ამ ქვეყნებს თავიანთი იდენტობა სრულა და შეუნარჩუნა მათ მშვიდობა. არცერთ ქვეყანას არ დაესხა თავს ევროპა. ეს არის ნამდვილი მშვიდობიანი მომავალი, რაც არ უნდა ვიღაცეები ლაპარაკობდნენ რაღაცა ფრონტებზე, რაც სრულად გაუგებარია, - თქვა პრეზიდენტმა. 

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ვიდრე ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია, გამარჯვება არ იქნება. გამარჯვებისკენ გზა კი ქართველ ხალხზე გადის. 

დამარცხება ტოტალიტარიზმის არის სწორედ ევროპა და სანამ ბოლო ტოტალირიზმი არ დამარცხდება, სანამ ყველა ოკუპირებული ტერიტორია არ იქნება გათავისუფლებული, ჯერ ბოლო გამარჯვება არ იქნება. ჩვენ ვართ გზა ჩენი ოკუპირებული ტერიტორიებისთვის, ჩვენი აფხაზ და ოს მოსახლეობისთვის, ჩვენ ვართ გზა ევროპისკენ , ჩვენ ვართ გზა მშვიდობისკენ, ჩვენ ვართ გზა თავისუფლებისკენ, - თქვა პრეზიდენტმა.