აქვს თუ არა პოლიტიკური გეგმები არახამიას - რას ამბობენ ენმ-ში
უკრაინელი მაღალჩინოსნის დავით არახამიას ქართულენოვან გზავნილს ენმ-ში პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა. პარტიის თავჯდომარე ამბობს, რომ აფხაზეთიდან დევნილი არახამიას სურვილი დაეხმაროს საქართველოს საერთო მტრის დამარცხებაში, აბსოლუტურად ნორმალური და გასაგებია. ლევან ხაბეიშვილი ამბოლბს, რომ მაღალჩინოსნის გეგმების შესახებ არაფერი იცის, თუმცა მისი დახმარება ქვეყანას მხოლოდ წაადგებოდა.
ცხადია, მას აინტერესებს, წუხს საქართელოს ბედზე და ეს არ დაუმალავს არასდროს მისი პოლიტიკური საქმიანობის დროს და აბსოლუტურად ნორმალურია რუსეთთან რომ ბრძოლობს და რუსეთთან რომ ომშია ახლა უკრაინა და მაღალ თანამდებობაზეა არახამია, იმ პირობებში, როცა ეს ადამიანი დევნილია აფხაზეთიდან, აბოლსუტურად ნორმალურია, რომ უნდოდეს მისი ქვეყნის ძლიერება, საერთო მტრის, რუსეთის დამარცხება. ქართელი არახამიას ფეისბუქგვერდი თუ იქნება ქართულადაც, ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. არახამიას დახმარება, აფხაზეთიდან დევნილი ქართელის დახმარება ნამდვილად გვჭირდება. კონკრეტულად რა გადაწყვეტილება ექნება, ეს მას ჰკითხეთ, - ამბობს ხაბეიშვილი.
პარტიის გენერალურმა მდივანი პეტრე ცისკარიშვილი კი ამბობს, რომ საქართველოს უფსკრულიდან გამოყვანა უკრაინელ მეგობრებს, აშშ-ს და დასავლეთსაც უნდა.
თქვენგან გავიგე „ფეისბუქის“ თაობაზე, აუცილებლად შევალ, ვნახავ, დავაფოლოვებ. რაც შეეხება გეგმებთან დაკავშირებით, იყო ეს შეკითხვა მემგონი ინტერვიუს დროს და მან განაცხადა, რომ „ქართულს ვსწავლობ, ჩემი მშობლური ენაა, მინდა, რომ აღვიდგინო და ეს ენა ვიცოდე“, მაგრამ ამის იქით მას პოლიტიკური განცხადება არ გაუკეთებია. ამ ქოცური უფსკრულის გადალახვაში დახმარება, ცხადია, ბევრ ადამიანს, ვისაც საქართველოზე, მის მომავალზე გული შესტკივა, უნდა, რომ ქართველ ხალხს გვერდში დაუდგეს, - თქვა ცისკარიშვილმა.
უკრაინის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა სოციალურ ქსელში ქართულენოვანი გვერდი შექმნა და საქართველოს მოქლაქეებს ქართულ ენაზე მიმართა.
არახამია წერს, რომ საქართველოს უფსკრულის გადალახვაში დაეხმარება. მისი თქმით, საქართველოს შესახებ კიევში მყოფ ევროკომისიის ხელმძღვანელსაც ესაუბრა.