"გახარია ჭორაობს" - კირკიტაძე ქოლცენტრების საქმეზე
ენმ-ს წევრი დავით კირკიტაძე გიორგი გახარიას განცხადებას ჭორაობას უწოდებს. საუბარია ექსპრემეირის გუშნდელ განცხადებაზე, რომელმაც თქვა, რომ ქოლცენტრების საქმეზ კეზერაშვილი და "ოცნება" ერთად ლობირებდა.
ოპოზიციის წევრი ამბობს, რომ ქვეყნის ექსპრემიერისგან მსგავსი განცხადებები უცნაური და გასაკვირია. ამასთან, კირკიტაძე ადასტურებს, რომ ხელისუფლების ჩართულობის გარეშე ქოლცენტრების სქემა ვერ გახორციელდებოდა.
უცნაურია, როდესაც ამაზე საუბრობს ადამიანი, რომელიც იყო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და შს მინისტრი, არის ჭორაობა. ჩვენ ვართ მომხრე, რომ აღნიშნული საკითხი იყოს გამოძიებული. ამაში, ყველაფერში, ჩემი ღრმა რწმენით, დადასტურებული ინფორმაციით, არის საქართველოს ხელისუფლება გარეული. მათი ხელშეწყობის გარეშე მსგავსი ტიპის დანაშაულის ჩადენა ქვეყანაში არავის შეუძლია, - ამბობს კირკიტაძე.