ლარი მყარდება, პროდუქცია არ იაფდება - რას ამბობს ეროვნული ბანკი

10.05.23 13:24
ლარი მყარდება, პროდუქცია არ იაფდება - რას ამბობს ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო.

რეფინანსირების პოლიტიკა ნიშნავს იმას, რომ სეხებზე პროცენტები კიდევ უფრო გაიზრდება.

ეს გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ახსნა იმით, რომ ქვეყანაში მიმდინარე წლის აპრილში მთლიანი ინფლაცია 2.7 პროცენტამდე, ხოლო საბაზო ინფლაცია 4.7 პროცენტამდე არის შემცირებული.

ინფლაციის მაჩვენებელი პროდუქტების ფასებზე არის პასუხისმგებელი, ამიტომ თუ ინფლაცია არის შემცირებული და ლარი გამყარებული, მაშინ რატომ არ იაფდება პროდუქცია? - ეროვნულმა ბანკმა დღეს "პირველების" კითხვაზე პასუხისას აღიარა, რომ სამომხმარებლო პროდუქტი დახლელებზე იმაზე იაფი უნდა ღირდეს ვიდრე არის.

"კომიტეტმა გადაწყვიტა, პოლიტიკის განაკვეთის 0.5 მეათედი პროცენტით შემცირება. შედარებით მცირედ, მაგრამ ასევე იკლებს ადგილობრივი ინფლაცია და მოსალოდნელია, რომ ინფლაციის შემცირება წლის განმავლობაში გაგრძელდება. ზოგ პროდუქტზე შეიძლება ფასი გაიზარდოს, ზოგ პროდუქტზე ფასი შეიძლება შემცირდეს. ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ფასების საერთო დონე საშუალო 3%-ით გაიზრდება მომავალში. როდესაც ჩვენც და ყველაც მაღაზიაში შევდივართ, თვალში რა თქმა უნდა გვხვდება ის პროდუქცია, რაზეც ფასები გაიზარდა. ეს ბუნებრივია და ალბათ ეს აღქმა მუდმივად იქნება" - ამბობს არჩილ მესტვირიშვილი.