აკონტროლებს თუ არა სებ-ი რუსეთიდან შემოსული ვალუტის წარმომავლობას - მესტვირიშვილის კომენტარი

10.05.23 13:49
აკონტროლებს თუ არა სებ-ი რუსეთიდან შემოსული ვალუტის წარმომავლობას - მესტვირიშვილის კომენტარი

აკონტროლებს თუ არა ეროვნული ბანკი რუსეთიდან შემოსული ვალუტის წარმომავლობას და არის თუ არა საშიშროება, რომ რუსეთის მოქალაქეებმა საქართველო სანქციებს თავის არისებისთის გამოიყენონ? - სებ-ის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ მესტვირიშვილი ამბობს, რომ აღნიშნულ საკითხზე ძალიან მკაცრი მონიტორინგი ხდება და ბანკები დიდ ყურადღებას აქცევენ ანგარიშებს როგორც მათი გახსნის პროცესში, ისე მომავალშიც.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს თანხები არ იყოს დაკავშირებული სანქცირებულ პირებთან. აქედან გამომდინარე, კომერციული ბანკები დიდ ყურადღებას აქცევენ, როგორც ანგარიშის გახსნის მომენტში, ასევე მომავალში, იმიტომ, რომ შეიძლება ანგარიშის გახსნის პროცესში პირი არ იყოს სანქცირებული, მაგრამ მომავალში ის გახდეს სანქცირებული, ამიტომ მისი ძალიან მკაცრი მონიტორინგი ხდება და შესაბამისად, ჩვენ უკვე ვაკონტროლებთ ბანკებს თუ რამდენად სწორად და კარგად ახდენენ ამ სანქციების მონიტორინგს" - აცხადებს არჩილ მესტვირიშვილი.