ხელმოცარულ და ნაძირალა არახამიას მალე გაასამართლებენ - ირაკლი ზარქუა

10.05.23 13:26
ხელმოცარულ და ნაძირალა არახამიას მალე გაასამართლებენ - ირაკლი ზარქუა

"ქართული ოცნების" წევრი ირაკლი ზარქუა დავით არახამიას ხელმოცარულს და ნაძირალას უწოდებს. მეტიც, უმრავლესობის დეპუტატი ამტკიცებს, რომ უკრაინის რადას დეპუტატს უკრაინელები მალე გაასამართლებენ. 

პრემიერის მსგავსად, ზარქუამ უკრაინის მაღალჩინოსანი "ნაციონალურ მოძრაობასთან" ალიანსში დაადანაშაულა. 

რაც შეეხება არახამიას, ვწუხვარ, რომ დროს მაკარგვინებ ამ ხელმოცარულზე, საკუთარ პარტიაშიც კი, სადაც არის ხელისუფლებაში, პრეზიდენტმა გაუუქმა, სახელმწიფოს ხარჯზე დაფრინავ უსაქმურადო ევროპაშიო და ვიზები წაართვა, ამას და კიდევ რამდენიმეს. ახლა ეს ხელმოცარული ჰყავთ ოპოზიციურ არხებს ექსპერტებად. ვის აინტერესებს არახამია, რომელმაც ქართული არ იცის, დაბადებულია რუსეთში, გაზრდილია რუსეთში, თავის წინაპრებს პატივს არ სცემს და ახლა თქვენ გგონიათ ის საქართველოსთვის და ქართველებისთვის იბრძვის? მას რომ რეალურად, სამშობლოს რომ უწოდებს, უკრაინა რომ უყვარდეს, ერთხელ გინახავთ იარაღით ხელში ფრონტის ხაზზე? ბახმუტში ჩასული გინახავთ? აი, ასე დაფრინავენ. ან ამისთვის სცალია, რომ საქართელოს შიდა საქმეებში ჩაერიოს? ის არის ნაცმოძრაობის და მათი სატელითი არასამთავრობოების თუ ტელევიზიების საყვარელი რესპოდენტი, რომელსაც ნული აქვთ ავტორიტეტი. იცით როპგორ კარგად ვხედავ, როგორ გაასამართლებენ არახამიას და ასეთ ნაძირლებს უკრაინელები? იმიტომ, რომ უკრაინელების ინტერესებს ისინი არ ემსახურებიან, - ამბობს ზარქუა. 

უკრაინის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა სოციალურ ქსელში ქართულენოვანი გვერდი შექმნა და საქართველოს მოქლაქეებს ქართულ ენაზე მიმართა.

არახამია წერს,  რომ საქართველოს უფსკრულის გადალახვაში დაეხმარება. მისი თქმით, საქართველოს შესახებ კიევში  მყოფ ევროკომისიის ხელმძღვანელსაც ესაუბრა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ირაკლი ღარიბაშილმა არახამიას "არარაობა" უწოდა.