უკრაინის ხელისუფლებას ქართველი ხალხის უკეთ ესმის, ვიდრე "ქართულ ოცნებას" - სამადაშვილი

10.05.23 13:36
უკრაინის ხელისუფლებას ქართველი ხალხის უკეთ ესმის, ვიდრე "ქართულ ოცნებას"  - სამადაშვილი

დავით არახამიას ქართულენოვან გზავნილს, რომელმაც სოციალურ ქსელშ დაწერა, რომ ქართელ ხალხს უფსკრუსლი გადალახვაში დაეხმარება, სალომე სამადაშილი პოზიტიურად აფასებს. "ლელოს" წევრი ამბობს, რომ უკრაინის პოზიციას საქართველოსთვის ევროინტეგრაციის გზაზე დიდი მნიშვნელობა აქვს.

ოპოზიციის წევრის თქმით, უკრაინის ხელისუფლებას ქართველი ხალხის და ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები "ქართულ ოცნებაზე"  უკეთ ესმის. 

უკრაინის ხელისუფლების პოზიციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. მათ შორის, ძალიან მძიმე სიტყვა ეთქმის უკრაინას ევროკავშირთან ჩვენი ქვეყნის ურთიერთობების განსაზღვრისას და კარგია, რომ უკრაინის ხელისუფლება და მათ შორის, ბატონი არახამია მუდმივად აფიქსირებს მზადყოფნას, რომ დაეხმაროს ჩვენს ქვეყანას, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ხშირად ხდებიან სრულიად დაუმსახურებელი ბრალდებების და თავდასხმის ობიექტები საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. უკრაინის დღევანდელ ხელისუფლებას ბევრად უკეთესად ესმის ქართველი ხალხის და ჩვენი ქვეყნის გამოწვევები, ვიდრე იმ ხალხს, ვინც დღეს ჩვენს ქვეყანას მართავს, - ამბობს სამადაშვილი. 

უკრაინის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა სოციალურ ქსელში ქართულენოვანი გვერდი შექმნა და საქართველოს მოქლაქეებს ქართულ ენაზე მიმართა.

არახამია წერს,  რომ საქართველოს უფსკრულის გადალახვაში დაეხმარება. მისი თქმით, საქართველოს შესახებ კიევში  მყოფ ევროკომისიის ხელმძღვანელსაც ესაუბრა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ირაკლი ღარიბაშილმა არახამიას "არარაობა" უწოდა.