გახარიასაც კუდი აეწვა და კეზერაშვილის დამცველად მოგვევლინა - ზარქუა

10.05.23 14:30
გახარიასაც კუდი აეწვა და კეზერაშვილის დამცველად მოგვევლინა - ზარქუა

ქოლ-ცენტრების საქმე - "ოცნება" ამბობს, რომ გიორგი გახარია დავით კეზერაშვილს იცავს.

ირაკლი ზარქუას თქმით, ყოფილს პრემიერს კუდი აეწვა, რადგან სწორედ ის იმყოფებოდა მაღალ თანამდებობეზე და ახლა თავს იცავს.

რაც შეეხება ქოლ-ცენტრების საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნას, ზარქუას თქმით, გახარიას და ოპოზიციას კომისიის შექმნა იმისთვის უნდა, რომ საერთაშორისო გამოძიების არგუმენტები წინასწარ გაიგოს და შემდეგ თავი დაიცვას საერთაშორისო სასამართლოში

"ძალიან ვწუხვარ, ბატონი გახარია გამოჩნდა და უკვე კეზერაშვილის დამცველად მოგვევლინა. ბატონ გახარიასაც კუდი აეწვა იმიტომ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, პრემიერ მინისტრი იყო და თუ რამე ხდებოდა ესე იგი მისი... როგორ, არ იცოდა, ამას ამტკიცებს? არა, მათ სჭირდებათ რა, რომ ასეთი რადიკალების მიერ შექმნილი საგამოძიებო კომისია შეიქმნას, გაიგონ რა არგუმენტები აქვს იმ საერთაშორისო გამოძიებას, რა არგუმენტები აქვს ჩვენს ძალოვან სამსახურებს, რომლებიც თანამშრომლობენ იმ  საერთაშორისო გამოძიებასთან და ამით წინასწარ გახდეს ცნობილი, რომ მერე თავი დაიცვას საერთაშორისო სასამართლოში, ეს არის მისია" - ამბობს ირაკლი ზარქუა.

"ქოლ-ცენტრებიდან შემოსული შავი ფული "ქართულ ოცნებას" არჩევნების გასაყალბებლად სჭირდება" - ექს-პრემიერის პარტია "ქართულ ოცნებას" ქოლ-ცენტრებისა და დავით კეზერაშვილის მფარველობაში ამხელს.

დავით კეზერაშვილის და ხელისუფლების გარიგებაზე თავდაპირველად განცხადება გიორგი გახარიამ გააკეთა. ექს-პრემიერმა თქვა, რომ კეზერაშვილთან ერთად "ქართული ოცნება"  ქოლ ცენტრების ბიზნესს ლობირებდა.