რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში კერძო საკუთრების შეძენის აკრძალვა - დეკანოიძისა და გოცირიძის ინიციატივა
რუსეთის მოქალაქეებისთვის ოპოზიცია საქართველოში კერძო საკუთრების შეძენის აკრძალვას ითხოვს. ინიციატივა პარლამენტში უკვე რეგისტრირებულია. საქართველოში ჩამოსული ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებისთვის ამ რეგულაციების დაწესების შესახებ ინიციტივის ავტორები ხატია დეკანოიძე და რომან გოცირიძე არიან.
დეპუტატები ამბობენ, რომ რუსეთიდან ხალხის შემოდინებამ ქვეყანა რუსეთის ეკონომიკაზე უფრო მეტად დამოკიდებული გახადა და უსაფრთხოების პრობლემაც უფრო გამწვავდა.
ეს კანონპროექტი ითვალისწინებს 2024 წლის ბოლომდე საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მიერ უძრავი ქონების შეძენის აკრძალვას. ვითარება ძალიან მძიმეა და მან ძალიან დაარტყა ეკონომიკურად ჩვენს მოქალეებს. ფაქტობრივად, ადამიანებს არ შეუძლიათ ბინის შეძენა, იმდენად გაძვირდა ბინები ქვეყანაში. ეს იმას ნიშნავს, რომ კიდევ უფრო გაძირდება უძრავი ქონება ქვეყანაში".- ამბობს რომან გოცირიძე.
ხატია დეკანოიძე რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის გაუქმებას, პუტინის მიერ საქართველოს ხელისუფლებისთვის დაწესებულ ჯილდოს უწოდებს და ამბობს, რომ ამ "ჯილდოს" პირობებში, საქართველოში შესაძლოა, ბევრად მეტი რუსეთის მოქალაქე შემოვიდეს.
ამ კანონის მიღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნებოდა დღევანდელი ვითარების ფონზე, როდესაც პუტინის გადაწყვეტილებით საქართველოს ხელისუფლებას დაუწესდა ჯილდო. და ამ ჯილდოს მიხედვით ქვეყანაში შესაძლოა, უამრავი რუსეთის მოქალაქე შემოვიდეს". - ამბობს ხატია დეკანოიძე.