"მოუთმენლად ველი სიახლეებს ლარის რუბლით ჩანაცვლების შესახებ" - არახამია რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე
დავით არახამია რუსეთის მხრიდან საქართვფელოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმისა და ფრენების აკრძალვის გაუქმებას ეხმაურება და ამბობს, რომ "დღეს არცერთი თავმოყვარე ქვეყანა არ თანამშრომლობს რუსეთთან".
მისი თქმით, არც ის გაუკვირდება, რომ "ლარი რუბლით ჩაანაცვლონ":
უვიზო რეჟიმის გაუქმება საქართველოს მოქალაქეებისთვის? დღეს არცერთი თავმოყვარე ქვეყანა არ თანამშრომლობს რუსეთთან. მთელი მსოფლიო აწესებს სანქციებს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო პუტინის დაკავების ორდერს გასცემს და ამ დროს, ღარიბაშვილი უვიზო რეჟიმს აცხადებს.
ბრავო... მოუთმენლად ველი სიახლეებს ლარის რუბლით ჩანაცვლების შესახებ.
აღარაფერი გაგვაკვირვებს"- წერს არახამია.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმა. შესაბამისი განკარგულება 10 მაისს გამოქვეყნდა. სავიზო რეჟიმი 15 მაისიდან მოიხსნება.
პუტინის განკარგულების თანახმად, საქართველოს მოქალაქეები რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა-გამოსვლას, ვიზების გარეშე, პასპორტის საფუძველზე შეძლებენ.