სალომე სამადაშვილი ხელისუფლებას რუსეთთან უვიზო რეჟიმზე უარის თქმისკენ მოუწოდებს
საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების და პირდაპირი ფრენების აღდგენის შესახებ რუსეთის გადაწყვეტილებას "ლელო" საგანგებო ბრიფინგით ეხმიანება. სალომე სამადაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, ვიდრე რუსეთი დასავლეთის მიერ არის სანქცირებული, პირდაპირი ფერენების აღდგენის საკითხს უარით უპასუხოს. მისი თქმით, მოსკოვის მიზანია, ყველაფერი გააკეთოს, რათა საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს.
ამასთან, ოპოზიციის წევრი"ქართულ ოცნებას" "ლელოს" საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას სთხოვს, რომელიც რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამკაცრებას ითვალისწინებს.
დღეს რუსეთის მთავარ ამოცანას წარმოადგენს, გააკეთოს ყევლაფერი იმისთვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ ვერ მიიღოს ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსი და ამაში მათი მოკავშირე, ცხადია, არის ხელისუფლება, რომელიც დღეს ქვეყანას მართავს.
გვსურს საზოგადოებას განვუმარტოთ, პირველ რიგში, რაც შეეხება ფრენების აღდგენას. ჩვენ როგორც ევროკავშირმა, ასევე აშშ-მ ცალსახად გვითხრა, რომ პირდაპირი ფრენების აღდგენა რუსეთის ფედერაციასთან იქნება განხილული როგორც ნაბიჯი, რომელიც ეწინააღმდეგება დასავლეთის მიერ რუსეთისთვსი დაწესებულ სანქციებს. შესაბამისად, პირველი, რა განცახდებასაც ველოდებით დღეს ხელისუფლებისგან, თუ მათ, რა თქმა უნდა, არ აქვთ გადაწყვეტილი რუსეთთან ერთად ჩაშალონ შანსი კანდიდატის სტატუსის მიღების, არის განცხადება, რომ საქართველოს ხელსუფლება არ იზიარებს ამ პოზიციას და პირდაპირი ფრენები საქართველოს შორის სანამ რუსეთი არის სანქცირებული, შესაბამისად, ვერ აღდგება.
მეორე, რაც შეეხება უვიზო მიმოსვლას. რუსეთიდ ფედერაციის ცალმხრივ გადაწყვეტილების უფლებამოსილებაა გააუქმოს ვიზები საქართველოს მოქალაქეებისთვის, მაგრამ ჩვენი უფლებამოსილებაა როგორც სუვერენული სახლმეიფოოსი, თუ რა სავიზო რეჟიმი გვექნება შესაბამისად, რუსეთისთის დაწესებული.
„ლელო“ დიდი ხანია რუსეთის წინააღმდეგ, უკრაინაშ რუსეთის აგრესიის დაწყების დღიდან ითხოვს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გადადგას ნაბიჯები, რომელიც გაამკაცრებს სავიზო რეჟიმს რუსეთის მოქალაქეებისთვის. ჩვენ დღეს ვხედავთ, რომ მათ შორის, რუსეთის ინტერესებშია, რომ ხელი შეუწყოს საკუთარი მოქალაქეები შეუზღუდავად და უკონტროლოდ ჩვენს ქვეყანაში შემოსვლას. ამიტომ დღეს ადეკვატური პასუხი რუსეთის მიერ გადადგმულ ნაბიჯზე იქნება სწორედ იმ საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა და დამტკიცება, რომელიც „ლელომ“ მრავალი თვის წინ წარადგინა პარლამენტში და რომელიც დღემდე თაროზეა შემოდებული.
თუ ვინმეს ეჭვი ეპარებოდა, რომ დღეს საქართველოს მართავს რუსული რეჟიმი, იმედია, რომ რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებამ, რომელიც აშკარად არის დაჯილდოება საქართველოს ხელისუფლების, აქამდე ეს ხდებოდა მხოლდო ზეპისიწტყვიერი განცხადებებით, ახლა კი უკვე კონკრეტული ნაბიჯებით, იმედია, დღეს ყველა დარწმუნდა, რომ საქართველოს მართავს პოლიტიკური ძალა, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომში ცალსახად ელოდება რუსეთის გამარჯვებას, - განაცხადა სამადაშვილმა.