რას იტყვის პრეზიდენტი პუტინის ბრძანებაზე - ზურაბიშვილის ბრიფინგი ჩაინიშნა

10.05.23 15:00
რას იტყვის პრეზიდენტი პუტინის ბრძანებაზე - ზურაბიშვილის ბრიფინგი ჩაინიშნა

რას იტყვის პრეზიდენტი პუტინის ბრძანებაზე - 16 საათზე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი ჩაინიშნა.

დიდი ალბათობით, ზურაბიშვილი განცხადებას გააკეთებს პუტინის გადაწყვეტილებებზე, რომელმაც, საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმა და პირდაპირი ფრენები აღადგინა. 

პრეზიდენტმა გადაწყვეტილებას "პროვოკაცია" ტვიტერში გამოქვეყნებულ ინფორმაციაში უკვე უწოდა. 

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმა. შესაბამისი განკარგულება 10 მაისს გამოქვეყნდა.  სავიზო რეჟიმი 15 მაისიდან მოიხსნება. 

პუტინის განკარგულების თანახმად, საქართველოს მოქალაქეები რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა-გამოსვლას, ვიზების გარეშე, პასპორტის საფუძველზე შეძლებენ.