პუტინმა "ოცნება" დააჯილდოვა - ხატია დეკანოიძე

10.05.23 15:38
პუტინმა "ოცნება" დააჯილდოვა - ხატია დეკანოიძე

რუსეთის გადაწყვეტილებას, საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის მოხსნის შესახებ ხატია დეკანოიძე კატასტროფას უწოდებს. ოპოზიციის წევრი პირდაპირ ამბობს, რომ მოსკოვმა "ქართული ოცნება" იმ პოლიტიკის გამო დააჯილდოვა, რომელსაც ის რუსეთის უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ატარებს.

პუტინის დღევანდელი გადაწყვეტილება, და მე მინდა პირდაპირ ხაზი გავუსვა იმას, რომ პუტინის გადაწყვეტილებები ეხება საქართველოს და ეს არის კატასტროფა, არის ჯილდო საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული, იმ პოლიტიკის მიმართ, რომელსაც ბოლო თვეების განმავლობაში განსაკუთრებით 24 თებერვლის შემდეგ საქართველოს ხელისუფლება "ქართული ოცნება", ბიძინა ივანიშვილი უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესიის შემდეგ ატარებს ქვეყანაში,  - ხატია დეკანოიძე.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმა. შესაბამისი განკარგულება 10 მაისს გამოქვეყნდა.  სავიზო რეჟიმი 15 მაისიდან მოიხსნება. 

პუტინის განკარგულების თანახმად, საქართველოს მოქალაქეები რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა-გამოსვლას, ვიზების გარეშე, პასპორტის საფუძველზე შეძლებენ.