მოსკოვის ქართული რესტორნები დღეს გადატვირთული იქნება - სიმონიანი
მოსკოვის ქართული რესტორნები დღეს გადატვირთული იქნება - მარგარიტა სიმონიანი პუტინის გადაწყვეტილებას, საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გააუქმებისა და პირდაპირი ფრენები დაშვების შესახებ მიესალმება.
კრემლის პროპაგანდისტი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ "საქართველო სწორად იქცევა" და გახარებულია იმ ფაქტით, რომ მიხეილ სააკაშვილი, რომელიც "რუს სამშვიდობოებს თავს დაეხა, თავად ქართველებმა დააპატიმრეს".
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმა. შესაბამისი განკარგულება 10 მაისს გამოქვეყნდა. სავიზო რეჟიმი 15 მაისიდან მოიხსნება.
პუტინის განკარგულების თანახმად, საქართველოს მოქალაქეები რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა-გამოსვლას, ვიზების გარეშე, პასპორტის საფუძველზე შეძლებენ.