ჩეჩენი ჟურნალისტი, რომელიც რუსეთის ციხეში აწამეს, საქართველოში არ შემოუშვეს - OC Media
ჩეჩენი ჟურნალისტი, რომელიც რუსეთის ციხეში აწამეს, საქართველოში არ შემოუშვეს - ინფორმაციას OC Media ავრცელებს.
გერიევი OC Media-ს ყოფილი ჟურნალისტია, ის ბუდაპეშტიდან თბილისში შაბათს, 6 მაისს ჩამოვიდა.
როგორც ჟურნალისტი ყვება, მას შემდეგ რაც მესაზღვრემ მის პასპორტში დაინახა, რომ ის ჩეჩნეთში იყო დაბადებული, საბუთები დამატებით შესამოწმებლად წაიღეს.
ის საქართველოს მთავრობას არაპროფესიონალიზმსა და ჩრდილოეთ კავკასიელი ხალხის მიმართ დისკრიმინაციაში ადანასაულებს.