სიმონიანი "ოცნებაზე": "იქნებ მომავალ წელს 9 მაისსაც ჩამოვიდნენ?"

10.05.23 15:59
სიმონიანი "ოცნებაზე": "იქნებ მომავალ წელს 9 მაისსაც ჩამოვიდნენ?"

კრემლის პროპაგანდისტი, მარგარიტა სიმონიანი ვლადიმირ პუტინის განკარგულებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი და პირდაპირ ფრენებზე არსებული შეზღუდვა უქმდება. 

"იქნებ მომავალ წელს 9 მაისსაც ჩამოვიდნენ?" - წერს  სიმონიანი. 

გუშინ ვსაუბრობდით, რომ საქართველო ახლა იმდენად კარგად იქცევა, რომ დროა, აღვადგინოთ უვიზო საჰაერო მიმოსვლა და აი, აღდგა კიდეც. ძალიან სწორია. პრეზიდენტი, რომელიც თავს დაესხა ჩვენს მშვიდობისმყოფელებს, თვითონ ქართველებმა ჩასვეს ციხეში, სანქციებს არ შეუერთდნენ და დიდი წნეხის მიუხედავად, მეორე ფრონტი არ გახსნეს. იქნებ, მომავალ წელს 9 მაისსაც ჩამოვიდნენ"- წერს ის.