"ვისაც წასვლა უნდა, წავიდეს იმ ქვეყანაში სადაც *ლედ თვლიან" - ზურა ჯაფარიძე
"ვისაც წასვლა უნდა, წავიდეს იმ ქვეყანაში სადაც *ლედ თვლიან" - "გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე პუტინის გადაწყვეტილებას, საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და პირდაპირი ფრენების დაშვების შესახებ სოციალურ ქსელში ეხმაურება.
ჯაფარიძე პრობლემას იმაში ხედავს, რომ რუსეთს საქართველო ეკონომიკურად სულ უფრო ებმება.
ჯაფარიძე პირდაპირ ადებს ხელს "ქართულ ოცნებას" და ამბობს, რომ სწორედ ის აძლიერებს რუსეთის გავლენას და ამიტომაც, მისი თქმით, მმართველმა გუნდმა უნდა "**აჯვას".
"უვიზო მიმოსვლა არ არის პრობლემა. ვისაც წასვლა უნდა, წავიდეს იმ ქვეყანაში სადაც ‘ჩერნაჟოპად’ და &ლედ თვლიან, ქვეყანაში რომელმაც 2 საუკუნეზე მეტია სისხლი გაგვიშრო, აფხაზეთში ეთნიკური წმენდა მოაწყო, დღემდე ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები, დღემდე იტაცებს, აწამებს და კლავს ჩვენ მოქალაქეებს. ამას ვერავის დაუშლი.
პრობლემა იმაშია, რომ რუსეთს სულ უფრო ვებმებით ეკონომიკურად და კრემლს ხელახლა ვაძლევთ ხელში ჩვენზე ზემოქმედების ეკონომიკირ ბერკეტებს (არ გვახსოვს რა გააკეთეს 2006-ში). ეს იმ ფონზე, როცა დეფაქტო ხელისუფლება დასავლეთის გინებით და დასავლეთისგან გაუცხოებითაა დაკავებული.
ეს კეთდება მიზანმიმართულად, რომ როცა ცხადად დადგება არჩევანი, დასავლეთი თუ ევროპა, კრემლს ჰქონდეს საქართველოს მოსახლეობის იმ სეგმენტზე ზეწოლის ბერკეტი, ვინც ეკონომიკურად მიბმული იქნება რუსეთის სივრცესთან.
ანუ ერთი ხელით დასავლეთის გავლენის შემცირებას ცდილობენ რუსული კანონით და ანტიდასავლური კამპანიით, ხოლო მეორე ხელით რუსეთის გავლენას აძლიერებენ. ესაა პრობლემა, ესენი არიან რუსები, ამათმა უნდა **აჯვან". - წერს ზურა ჯაფარიძე.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმა. შესაბამისი განკარგულება 10 მაისს გამოქვეყნდა. სავიზო რეჟიმი 15 მაისიდან მოიხსნება.
პუტინის განკარგულების თანახმად, საქართველოს მოქალაქეები რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა-გამოსვლას, ვიზების გარეშე, პასპორტის საფუძველზე შეძლებენ.