ჩვენ არ გვჭირდება საჩუქრები რუსეთიდან! - პრეზიდენტი
ჩვენ არ გვჭირდება საჩუქრები რუსეთიდან! - ასე ეხმიანება საქართველოს პრეზიდენტი რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და ფრენებზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნას.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, "ვითომც რაღაც დათმობა" საქართველოს არ სჭირდება:
არ გვჭირდება საჩუქრები დღეს რუსეთიდან, ვითომც რაღაც დათმობა. ჩვენ ვართ იმავე მხარეს დღევანდელ სიტუაციაში, როგორც არიან ჩვენი ევროპელი მეგობრები და ეს არის საქართველოს ღირსების დაცვა, რომ ჩვენ ახლა, ყველასგან განსხვავებით არ დავიწყოთ ახალი ურთიერთობა რუსეთთან, რომელიც გაგვირთულებს ყველაფერს, თუნდაც ჩვენი ქვეყნის დაცვას, იმ ბრალდებების მიმართ, რაც ისმის სანქციების გვერდის ავლის შესახებ. არ არსებობს ასეთი საფრთხე საქართველოსგან, მაგრამ არ უნდა შევქმნათ ისეთი სიტუაცია, რომ ეს ბრალდებები გაძლიერდეს და ჩვენ ვეღარ დავიცვათ თავი ამ ბრალდებების მიმართ"- განაცხადა პრეზიდენტმა ზურტაბიშვილმა.