პარლამენტში არჩევნების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის სხდომა მიმდინარეობს
ამ წუთებში პარლამენტში არჩევნების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის სხდომა მიმდინარეობს. კომისია მხოლოდ ქართული ოცნების და ევროპელი სოციალიტების წევრი დეპუტატებით არის დაკომპლექტებული. ოპოზიციამ კომისიას უნდობლობა გამოუცხადა.
"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ოპოზიციის მიერ უნდობლობის გამოცხადება, კიდევ ერთი დასტურია, რომ არჩევნები არ გაყალბებულა და კომისია ამას კიდევ ერთხელ დაამტკიცებს.
თუ ვინმეს მართლაც რაიმე აქვს დამამტკიცებელი რომ არჩევნებმა ჩაიარა დარღვევებით, ეს დარღვევები წარმოადგინონ, თუ მათ წარმოდგენა არ უნდათ, თვითონ მიიღონ მონაწილეობა კეთილი ინებონ, შემობრძანდნენ. თუ არადა კომისია ყველა ასეთ კითხვას წერტილს დაუსმევს. ოპოზიცია არის კუთხეში მომწყვდეული, რომელსაც არ დარჩენია სხვა გზა გარდა იმისა რომ როგორმე ჩრდილი მიაყენოს დროებით საგამოძიებო კომისიას"- ამბობს ალუდა ღუდუშაური.
ისინი უარს ამბობდნენ და ახლაც უარს ამბობენ, რომ ობიექტურად იქნას ეს ყველაფერი შესწავლილი აგრძელებენ ჩივილს, თუმცა არც პოლიტიკურ შეთანხმებაში და არც საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებში ასეთი რამე არ ფიგურირებს, რომ არჩევნები გაყალბდა, თუმცა გადადგა მმართველმა ძალამ კიდევ ერთი ნაბიჯი, რომ კი ბატონო მობრძანდნენ პარლამენტში და განვიხილოთ, ისარგებლონ ამ შესაძლებლობით", - ამბობს სერგეენკო.