პუტინმა, "რუსულ ოცნებას" და ივანიშვილს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა - ხაბეიშვილი
ენმ-ს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ პუტინმა, საქართველო ფაქტობრივად რუსეთის გუბერნიად გამოაცხადა.
ხაბეიშვილის თქმით, საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმებით, პუტინმა, "ოცნებას" და ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა გაწეული დახმარებისთის.
პუტინმა, საქართველო ფაქტობრივად რუსეთის გუბერნიად გამოაცხადა... პუტინმა, მადლობა გადაუხადა რუსულ ოცნებას და ბიძინა ივანიშვილს გაწეული დახმარებისთვის და შესაბამისი გადაწყვეტილებაც გამოაცხადა - გააუქმა სავიზო რეჟიმი და აღადგინა ფრენები ...
ცინიზმის მწვერვალია, როცა ამის პარალელურად ყოველდღიურად აწიოკებენ ქართველ ხალხს, აგრძელებენ ოკუპაციას, რუსის ჯარი დგას საქართველოს ტერიტორიაზე ...
ქართველი ხალხის ნება ურყევია. ჩვენ ვირჩევთ ევროპას და არა რუსეთს.
წარმოუდგენელია, ასეთ ისტორიულ დროს, რუსეთის ღია პარტნიორად საქართველო ... უდიდესი წუხილი და დარდი მაქვს ამის გაფიქრებაზეც კი ... ყველაფერს გავაკეთებ თქვენთან ერთად, რომ ეს სამარცხვინო ფურცელი გადავშალოთ და ჩვენს ისტორიულ, ევროპულ ოჯახში შევაბიჯოთ".- წერს ხაბეიშვილი.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმა. შესაბამისი განკარგულება 10 მაისს გამოქვეყნდა. სავიზო რეჟიმი 15 მაისიდან მოიხსნება.
პუტინის განკარგულების თანახმად, საქართველოს მოქალაქეები რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა-გამოსვლას, ვიზების გარეშე, პასპორტის საფუძველზე შეძლებენ.