აუდიტმა აქცენტირება უნდა გააკეთოს ისეთ ხელმოცარულებზე, როგორიც არის გიჟი ჯაფარა და ხოშტარია - ზარქუა
ოპოზიციის დაფინანსების კონტროლი - "ოცნებაში" იმეორებენ, რომ აუდიტის სამსახურმა უნდა შეისწავლოს როფორ ფინანსდებიან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები.
ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ აუდიტმა აქცენტირება უნდა გააკეთოს "ისეთ ხელმოცარულებზე, როგორიც არის გიჟი ჯაფარა და ელენე ხოშტარია".
"სწორი მიმართულებით დაისვა ეს საკითხი მგონია, რომ აუდიტმა ამაზე აქცენტირება უნდა გააკეთოს და ისეთ ხელმოცარულს, როგორიც არის გიჟი ჯაფარა, იქ არის ხოშტარია, ქალი, რომელიც რუსული ფულით ფინანსდება, კიდევ შეიძლება სხვა არასამთავრობოები იყვნენ, მათ შორის ჩრდილოეთიდან, რომელიც ამ რუსული ინტერესების გამტარებლები ხომ, ესენი უნდა იყოს აღკვეთილი - ირაკლი ზარქუა.
"ქართული ოცნება" ოპოზიციის ფინანსების კონტროლს იწყებს - ვინ და რა მიზნით ურიცხავს თანხებს პოლიტიკურ პარტიებს, ამ ამბის შესწავლა პარლამენტის თავმჯდომარემ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს დაავალა.