"ოცნებამ" თავის შავ ფულს მიხედოს, ქოლ-ცენტრებით რომ ფინანსდებიან - ვაშაძე

10.05.23 17:56
"ოცნებამ" თავის შავ ფულს მიხედოს, ქოლ-ცენტრებით რომ ფინანსდებიან - ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე "ოცნებას" მიმართავს, თავის შავ ფულს მიხედონ ქოლ-ცენტრებით რომ ფინანსდებიან, ოპოზიციიის ფინანსებს კი თავი დაანებონ, რადგან ის ვერაფერს იპოვიან.

"ქართული ოცნება" რითი ფინანსდება? "ოცნება" ფინანსდება ქოლ-ცენტრებით, ქართული ოცნება ფინანსდება კონტრაბანდით რუსეთისკენ, ქართული ოცნება ფინანსდება კორუფციით, თავის შავ ფულს მიხედონ რა.ამ შავი ფულის წყარო ნამდვილად არის გამოსაკვლევი. ჩვენთან ვერაფერს ვერ იპოვიან. ოპოზიცია სუფთაა თავიდან ბოლომდე. ნეტა იყოს ფინანსები, რომ მეტი საქმე გავაკეთოთ ოპოზიციურმა პარტიებმა" - ამბობს გიორგი ვაშაძე.

"ქართული ოცნება" ოპოზიციის ფინანსების კონტროლს იწყებს - ვინ და რა მიზნით ურიცხავს თანხებს პოლიტიკურ პარტიებს, ამ ამბის შესწავლა პარლამენტის თავმჯდომარემ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს დაავალა.