EU-ს კანდიდატის სტატუსის მიღების დაგვიანებამ, რუსეთის გააქტიურება გამოიწვია - თალაკვაძე პუტინის გადაწყვეტილებაზე

10.05.23 17:17
EU-ს კანდიდატის სტატუსის მიღების დაგვიანებამ, რუსეთის გააქტიურება გამოიწვია - თალაკვაძე პუტინის გადაწყვეტილებაზე

"ქართული ოცნების" წევრი, არჩილ თალაკვაძე  რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესებასა და პირდაპირი ფრენების აღდგენას ევროკავშირის მიერ სტატუსის მინიჭების საკითხზე დაგვიანებულ რეაქციას უკავშირებს. 

სანქციები ემიგრაციაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებზე, ჩვენს ქვეყანაზე ცალმხრივად ჰქონდა დაწესებული რუსეთის ფედერაციას და ეს გადაწყვეტილებაც ცალმხრივად მიიღო რუსეთის ფედერაციამ, შესაბამისად დღეს, რადიკალური ოპოზიციის განცხადებები და ბრალდებები გახლავთ აბსოლუტურად უპასუხისმგებლო და გახლავთ სიცრუე.

საქართველო ჯერ კიდევ ერთი წლის წინ იმსახურებდა ევროკავშირის მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებას, ამ გადაწყვეტილების დაგვიანებამ, რასაკვირველია გამოიწვია მათ შორის რუსეთს ფედერაციის გააქტიურება და გამოიწვია ისეთი გადაწყვეტილებების განხილვაც, რომელიც დღეს არის სახეზე" - არჩილ თალაკვაძე.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმა. შესაბამისი განკარგულება 10 მაისს გამოქვეყნდა.  სავიზო რეჟიმი 15 მაისიდან მოიხსნება. 

პუტინის განკარგულების თანახმად, საქართველოს მოქალაქეები რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა-გამოსვლას, ვიზების გარეშე, პასპორტის საფუძველზე შეძლებენ.