ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ, გაუადვილდებათ თავიანთ ქვეყანასთან კავშირი - ნინო წილოსანი
"ქართული ოცნების" დეპუტატი, ნინო წილოსანი ფრენების აღდგენის და სავიზო რეჟიმის მოხსნის თაობაზე რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებებს გამოეხმაურა.
დეპუტატი გადაწყვეტილებით კმაყოფილია:
"ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ჩვენს ემიგრანტებს, რომელიც რუსეთში ცხოვრობენ მათ უფრო მეტად გაუადვილდებათ თავიანთ ქვეყანასთან კავშირი და ფრენები" - ნინო წილოსანი.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმა. შესაბამისი განკარგულება 10 მაისს გამოქვეყნდა. სავიზო რეჟიმი 15 მაისიდან მოიხსნება.
პუტინის განკარგულების თანახმად, საქართველოს მოქალაქეები რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა-გამოსვლას, ვიზების გარეშე, პასპორტის საფუძველზე შეძლებენ.