ოპოზიციის დაფინანსების კონტროლი - აუდიტის პასუხი პარლამენტის თავმჯდომარეს
აუდიტის სამსახურის პასუხი პარლამენტის თავმჯდომარეს - შალვა პაპუაშვილი, რომლიც უწყებას პარტიების ფინანსების შემოწმებას თხოვს, ახსენებენ, რომ ვალდებულებას ისედაც ასრულებენ და დამატებითი რეაგირება საჭიროდ არ თვლიან.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტი, თავისი მანდატის ფარგლებში, მუდმივ რეჟიმში აწარმოებს პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგს.
მონიტორინგი ასევე ვრცელდება ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რომელთა საქმიანობა შესაძლებელია აფილირებული იყოს კონკრეტულ პოლიტიკურ სუბიექტებთან. მონიტორინგი ასევე ხორციელდება პარტიების შემომწირველთა ფინანსურ ინფორმაციაზე.
მუდმივი მონიტორინგის პროცესში, სხვადასხვა ორგანიზაციის ან ფიზიკური პირის მიერ პოლიტიკური პარტიის საქმიანობისთვის გაწეული ხარჯების იდენტიფიცირების შემთხვევაში, მათზე ვრცელდება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული რეგულაციები". - წერია განცხადებაში.
"ქართული ოცნება" ოპოზიციის ფინანსების კონტროლს იწყებს - ვინ და რა მიზნით ურიცხავს თანხებს პოლიტიკურ პარტიებს, ამ ამბის შესწავლა პარლამენტის თავმჯდომარემ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს დაავალა.