უუნარო პოლიცია და " ოცნების" პოლიტიკის შედეგი - ოპოზიცია დმანისის კონფლიქტს აფასებს
ჩამოშლილი სისტემა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკის შედეგი - ასე აფასებს ოპოზიცია დმანისში განვითარებულ მოვლენებს.ოპოზიცია შინაგან საქმეთა სამინიტროს და სუსს დაგვიანებულ რეაგირებასა და არაპროფესიონალიზმში ადანაშაულებს.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ პოლიციას სამართალდამცავი ფუნქცია აღარ აქვს და ის ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტს წარმოადგენს.
ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებას ემოქმედა კანონიდან გამომდინარე, პოლიცია ყოფილიყო მოწოდების სიმაღლეზე, ნაცვლად ამისა, კანტი-კუნტად წარმოდგენილი პოლიცია იყო სრულიად უუნარო. პოლიცია არის ივანიშვილის რეჟიმის ხელში პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტი, ნაცვლად იმისა, რომ რეალურად ასრულებეს საკუთარ სამართალდამცავ ფუნქციას. გომელაურის დღევანდელი განცხადებიდან გამომომდინარე, ასეთი განცდა ნამდვილად არ დაგვრჩა, რომ ადამიანების პასუხისგებაში მიცემა მოხდება კანონის შესაბამისად. ეს რაღაც ცეცხლის ჩაქრობას უფრო ჰგავდა ერთჯერადად, - ამბობს ბოკუჩავა.
შს მინისტრის განცხადებას, სადაც ის კონფლიქტის ამოწეურვაზე საუბრობს, არაკვალიფიციურს უწოდებს „სტრატეგია აღმაშენებელის“ წევრი, სერგო ჩიხლაძე.
გომელუარის კომენტარი არ ჟღერდა როგორც კვალიფიციური კომენტარი, იმიტომ, რომ როდესაც მინისტრი საუბრობს, რომ ახლა რა ვქნათ, ვერ დავაკავეთ, ღობეზე გადახტა, ბოსტანში მირბოდა და ვერ დავეწიეთ, პირდაპირ ასეთი ტექსტებით, იქ რამე სერიოზულობაზე და კვალიფიციურობაზე საუბარი სამწუხაროდ, არ გვიწევს, - ამბობს სერგო ჩიხლაძე.
დმანისის ცენტრში ვითარება თითქმის 24 საათის განმავლობაში უკონტროლო იყო. სიტუაციის განხმუტვა შინაგან საქმეთა სამნიტრომ რამდენმე საათის განმავლობაში ვერ მოახერხა. სისხლიანი ანგარიშსწორება ადგილობრივებს შორის მთელი ღამის და დღის განმავლობაში გრძელდბოდა. შს მინისტრი იწრმუნება, რომ დაპირისპირება ყოფით ნიადაგზე ერთი ბოთლი ლუდის გამო დაიწყო, თუმცა რატომ არ მოახდინა გომალურის უწყებამ რეგაირება პირველი ინციდენტის დროს, ამ კითხვა მინისტრი არ პასუხობს.
ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ამ დროიასთვის კონფლიქტი ამოწურულია.