ყველა რუსული ავიაკომპანია არის სანქცირებული, თუ საქართველო შემოუშვებს, ეს იქნება საბოტაჟი - ხოშტარია
პარტია "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია რუსულ ავიაკომპანიებს მიმართავს და პირდაპირ ემუქრება, რომ საქართველოშ თუ ოპერირებას დაიწყებენ, დიდი წინააღმდეგობას შეხვდებიან.
ხოშტარია ამბობს, რომ პუტინის გადაწყვეტილების აღსრულება ოცნების მოღალატეობრივი პოლიტიკის შედეგი და საქართველოს სანქცირების ტოლფასია.
"ეს არის დიდი დარტყმა ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის, დიდი დარტყმა ჩვენი საერთაშრისო იმიჯისთვის. ეს არის რუსული ოცნების მოღალატეობრივი პოლიტიკის შედეგი...
ამ საკითხს გააჩნია კიდევ ერთი საერთაშორისო სამართლებრივი განზომილება. ყველა რუსული ავიაკომპანია არის სანქცირებული 28 თებერვლიდან ევროკავშირის მიერ... თუ საქართველო შემოუშვებს ამ ავიაკომპანიებს, ეს იქნება პირდაპირი საბოტაჟი დამატებითი უკრაინის და ჩვენი ევროპული პერსპექტივის. თუ საუბარია იმაზე რომ ქართული ავიაკომპანია იფრენს რუსეთში, ამ გადაწყვეტილებით ჩვებ ქვეყანას დავაყენებთ სანქციების საფრთხის ქვეშ... ეს არის კატასროფა ჩვენი სახელმწიფოსთვის.
მინდა პირდაპირ ვუთხრა ნებისმიერ იმ რუსს, ავიაკომპანიის წარმომადგენელს, რომელიც გაბედავს საქართველოში ამ ოფისის გახსნას ან ფეხის დადგმას. პირდაპირ გემუქრებით, რომ თქვენ საქართველოში მიიღებთ ფიზიკურ წინააღმდეგობას და ქვეყანაში ოპერირებას ვერ მოახერხებთ", - ამბობს ხოშტარია.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმა და პირდაპირი ფრენები დაუშვა. შესაბამისი განკარგულება 10 მაისს გამოქვეყნდა. სავიზო რეჟიმი 15 მაისიდან მოიხსნება.
პუტინის განკარგულების თანახმად, საქართველოს მოქალაქეები რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა-გამოსვლას, ვიზების გარეშე, პასპორტის საფუძველზე შეძლებენ.