პრეზიდენტის განგაში და პრემიერის დუმილი - საქართველო, რუსეთის მოკავშირეებს შორის უკვე ოფიციალურად აღმოჩნდა

10.05.23 20:06
პრეზიდენტის განგაში და პრემიერის დუმილი - საქართველო, რუსეთის მოკავშირეებს შორის უკვე ოფიციალურად აღმოჩნდა

ვიდრე პრემიერი გაჩუმებულია, საქართველოს პრეზიდენტს განგაში აქვს გამოცხადებული. მოიწვიეთ უშიშროების საბჭო და დაუწესეთ სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებს - მოუწოდებს სალომე ზურაბიშვილი "ქართულ ოცნებას". თუმცა, ხელისუფლების პასუხი უკვე ცნობილია და მოსკოვისთვის მწვანე შუქიც ანთებულია.  მმართველი გუნდი მიესალმება სავიზო რეჟიმის გაუქმებასაც და ფრენების აღდგენასაც. ეკონომიკის სამინიტრომ უკვე დაანონსა, რომ ფრენების შესახებ ნებართვას ოფიციალური მომართვისთანავე გასცემს.  

მაშინ, როცა რუსული ავიაკომპანიებისთვის ევროკავშირმა ცა დახურა, საქართველომ გახსნა. ამის ნიადაგი ხელისუფლებამ  დროთა განმავლობაში რუსეთთან  რაც შეიძლება ახლო ურთიერთობებიით მოამზადა. ამიტომ არავის სჯერა, რომ მოსკოვმა ფრენების გადაწყვეტილება ცალმხრივად მიიღო. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რა იქნება ბრიუსელის რეაქცია პუტინის ძღვენზე და რა პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს საქართველოს რუსეთთან პოლიტიკურ ფლირტზე. განგაშია ოპოზიციაში. პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომელიც რუსეთის მოქალაქეებისთვის შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს.

დეტალები ნახეთ, ინა ცარციძის რეპორტაჟში.