რუსული ავიაცია ქართული ცის დასაპყრობად ემზადება - პუტინის პროპაგანდისტები თბილისში სტუმრობას აანონსებენ
პუტინის წყალობა "ქართულმა ოცნებამ" მდუმარედ მიიღო. ყოველდღე მოსკოვიდან თბილისში უკვე პირდაპირი ავიარეისები იფრენს. ბილეთის ფასი ალბათ 37 მანეთზე მეტი იქნება, თუმცა საბჭოთა ნოსტალგიებში ჩაძირულებს, ძველ დროს, რუსული თვითმფრინავები გაახსენებენ. რუსეთი საქართველოს მოქალაქეეებს უხსნის სავიზო რეჟიმს, მოსკოვში ჩასვლა და 90 დღით იქ დარჩენა ახლა უვიზოდ არის შესაძლებელია. იმ დროს როდესაც საქართველოს მოსახლეობის 80 % ზე მეტი ფიქრობს რომ რუსეთი მტერია, პუტინმა საქართველოს ახალი გეგმით შეუტია.
კრემლის პროპაგანდისტები მთელი დღეა საქართველოს რუსეთში დაბრუნებას ერთმანეთს და "ქართულ ოცნებას" ულოცავენ. "ყველა წავედით თბილისში, მოსკოვში ჭამა-სმის დრო დამთავრდა" - ესეც კიდევ ერთი მოწოდებაა პუტინის მეხოტბე ჟურნალისტისგან. მოსკოვში საქართველოს ხელისუფლებით აღტაცებას არ მალავენ. სავიზო რეჟიმთან ერთად იხსნება შეზღუდვები ფრენებზეც. რუსული ავიაცია უკვე ემზადება ქართული ცის დასაპყრობად. რუს ტუროპერაოტების შეუძლიათ საქართველოში ტურების გაყიდვა დღეიდან დაიწყონ.
სულ მალე საქართველოში რუსეთის მოქალაქეების ახალი დიდი ნაკადის შემოსვლაა მოსალოდნელი. რა პროგნოზები კეთდება მოსკოვში - ნახეთ, ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.