"ოცნება" ოპოზიციის ფინანსების კონტროლს ითხოვს - ახალი იერიში შალვა პაპუაშვილმა წამოიწყო
დავალება გაცემულია. "ქართული ოცნება" ოპოზიციის ფინანსების კონტროლს ითხოვს. ახალი იერიში შალვა პაპუაშვილმა წამოიწყო. აუდიტის სამსახურს უკვე დაევალა ოპოზიციური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების წყაროების შესწავლა.
ცნობილია ის პარტიები, ვისი ფინანსებითაც მაკონტროლებლები უპირველეს ყოვლისა დაინტერესდებიან. პოლიტიკური შანტაჟი - ეს შეფასება მოჰყვა პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაცემულ განკარგულებას.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ აუდიტის სამსახური მათ ფინანსებში დარღვევას ვერ აღმოაჩენს, თუმცა ამ ინიციატივამ შესაძლოა, ქვეყნას სერიოზული ზიანი მიაყენოს.
დეტალები ნახეთ, რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში