პრეზიდენტის ვეტო დაანონსებულია - ასე პასუხობს ზურაბიშვილი წართმეულ ფუნქციას

10.05.23 20:37
პრეზიდენტის ვეტო დაანონსებულია - ასე პასუხობს ზურაბიშვილი წართმეულ ფუნქციას

პრეზიდენტის ვეტო დაანონსებულია. ასე უპასუხებს სალომე ზურაბიშვილი სახელმწიფოს მეთაურისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციის წართმევას. "ქართული ოცნების" მიერ მომზადებული პროექტი არაკანონიერი და ანტისახლმწოფოებრივია - ამბობს პრეზიდენტი, რომელსაც ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების წარდგენის უფლებას ართმევენ. ზურაბიშვილის განცხადებას მალევე მოყვა მმართველი გუნდის პასუხი, რომელმაც ასევე დაანონსა, რომ ვეტოს დაძლევის პრობლემა არ იქნება, რის შემდეგაც პრეზიდენტის ეს ფუნქცია უკვე პარლამენტის თავმჯდომარის, ანუ "ქართული ოცნების" ხელში გადავა.

დეტალები ნახეთ, ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.