შორს არ გაფრინდეთ თქვენი რუსული თვითმფრინავებით - ლომჯარია "ოცნებას"

10.05.23 21:12
შორს არ გაფრინდეთ თქვენი რუსული თვითმფრინავებით - ლომჯარია "ოცნებას"

შორს არ გაფრინდეთ თქვენი რუსული თვითმფრინავებით - ყოფილი სახალხო დამცველი "ოცნებას" მიმართავს და პუტინის გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

ლომჯარია წერს, რომ მმართველი გუნდი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საბოტაჟს ეწევა.

რუსული თვითმფრინავი ბოლოს ჩემი სახლის აივნიდან დავინახე, თავზე გადაგვიფრინა ხმაურით და თბილისი დაბომბა… 
“ქართულო ოცნებავ”, თქვენ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საბოტაჟს ეწევით, ხოლო ოკუპანტ, ომის საერთაშორისო დამნაშავე, დასანქცირებულ ქვეყანასთან პირდაპირი მიმოსვლის ფაქტის ნორმალიზებას ცდილობთ. 
შორს არ გაფრინდეთ თქვენი რუსული თვითმფრინავებით!
ტყუილად წვალობთ, ჩვენ მაინც შევალთ ევროკავშორში!" - წერს ლომჯარია. 

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმა და პირდაპირი ფრენები დაუშვა. შესაბამისი განკარგულება 10 მაისს გამოქვეყნდა.  სავიზო რეჟიმი 15 მაისიდან მოიხსნება. 

პუტინის განკარგულების თანახმად, საქართველოს მოქალაქეები რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა-გამოსვლას, ვიზების გარეშე, პასპორტის საფუძველზე შეძლებენ.